ვაკის პარკის საქმეზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. სავარაუდოდ, სხდომაზე მხარეები წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. საუბარია ექსპერტიზის დასკვნებზე, მიმოწერებზე და სამსახურებრივი უფლებამოსილების განმსაზღვრელ დოკუმენტებზე. შეგახსენებთ, რომ გამოძიება დაკავებულებს ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.