ვაკის პარკის საქმეზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება - Palitra News

ვაკის პარკის საქმეზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება

2023-07-27 12:04:36+04:00

ვაკის პარკის საქმეზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. სავარაუდოდ, სხდომაზე მხარეები წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. საუბარია ექსპერტიზის დასკვნებზე, მიმოწერებზე და სამსახურებრივი უფლებამოსილების განმსაზღვრელ დოკუმენტებზე. შეგახსენებთ, რომ გამოძიება დაკავებულებს ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.