ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ მორიგი განცხადება გაავრცელა. როგორც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი სურთ. მელიას თქმით, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლებზე არანაკლებ მდიდრდებიან. აღნიშნულ განცხადებებს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას ოპოზიცია და სახელისუფლებო გუნდი აფასებს.