საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულ კონპანიებთან საელჩოს თანამშრომლების კავშირს უარყოფს. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეს წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ განმარტებით, საელჩოს ეს პოზიცია არის გაუგებარი, რადგან აღნიშნული ინფორმაცია თავად აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კი ფიქრობენ, რომ ამერიკის საელჩოს განცხადება არ არის გასაკვირი. ოპოზიციონერები თვლიან, რომ ამერიკულმა მხარემ ბინძურ პროპაგანდას პასუხი გასცა და მომავალშიც ასე მოიქცევა.