სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანიას ჩარტერული რეისის განხორციელების ნებართვა არ მისცა - ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, სადაც აღნიშნულია, რომ საქმე საქართველოში საფეხბურთო კლუბ "აქტობეს" ჩამოფრენას ეხება. მათივე ინფორმაციით, რეისს ყაზახური ავიაკომპანია შეასრულებს.