ნიგერის ჯარისკაცებმა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განაცხადეს. მათი თქმით, გადააყენეს ნიგერის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი, გააუქმეს კონსტიტუცია, შეაჩერეს ყველა ინსტიტუტის მუშაობა და ქვეყნის საზღვრები ჩაკეტეს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მოჰამედ ბაზუმს ესაუბრა და გაერო-ს სრული მხარდაჭერა შესთავაზა. ნიგერის პრეზიდენტს ურყევ მხარდაჭერას შეერთებული შტატებიც დაჰპირდა. ნიგერი ორ ისლამისტურ აჯანყებას ებრძვის. ერთს სამხრეთ-დასავლეთში და მეორეს სამხრეთ-აღმოსავლეთში. ქვეყანაში როგორც ალ-ქაიდას, ასევე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მოკავშირე შეიარაღებული დაჯგუფებები აქტიურობენ.