საბერძნეთში ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცეს - ქვეყანაში ხანძრის ახალ კერებს ებრძვიან. საბერძნეთის სახანძრო ბრიგადის ცნობით, ბოლო 24 საათში ხანძრის 61 ახალი კერა გაჩნდა. მათივე თქმით, ყველაზე რთული ვითარებაა ქალაქ ველესტინოს მახლობლად. მედიის ცნობით, ხანძარს ქალაქ ლამიასთანაც ებრძვიან, სადაც ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს. უკვე მერვე დღეა, რაც საბერძნეთი ტყის ხანძრებს ებრძვის. კუნძულ როდოსიდან 20 000-ზე მეტი ადამიანი არის ევაკუირებული.