საქართველოს პროკურატურამ, ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივლისს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშში, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა მეზობელს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.