პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია უკვე ჩინეთში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ქალაქ ჩენგტუში ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წლევანდელ თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს. შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში 8 აგვისტომდე გაგრძელდება. საქართველოს პრემიერი ჩენგტუდან პეკინში გაემგზავრება. სამუშაო ვიზიტის დროს ორივე ქალაქში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება.