ნიკა მელიას სიტყვებს იმის შესახებ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მენეჯმენტი ამომრჩევლის ხედვასა და ღირებულებებს დაშორდა, ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასებების საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერები უკვე დიდი ხანია, რაც ერთმანეთს არადემოკრატოულად ებრძვიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ კომპრომატებით ბრძოლა, ერთპიროვნული მმართველობა და კლანებად დაყოფა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის წინაპირობას წარმოადგენს.