მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩან დანიელ ვოდეს განცხადებით, ქვეყანაში არსებული რუსეთის ფედერაციის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე მცირდება. მისივე თქმით, ასევე დიპლომატიური თანამდებობების რაოდენობა 10-მდე, ხოლო ტექნიკური თანამშრომლების - 15-მდე შემცირდება. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც. უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ოფიციალური კიშინიოვი დასავლეთის სპონსორების გასახარებლად, რუსოფობიაზე მიმართულ ძალისხმევას აორმაგებს.