უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო საშუალებები უკვე ქვეყანაშია და სულ მალე ყველაზე ცხელ წერტილებში გაიგზავნება. მისივე თქმით, დღეს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ, საგარეო დაზვერვის სამსახურის და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელებმა რუსული ჯარის აქტივობაზე, სამომავლო გეგმებზე, ასევე შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაციაც, რომ უკრაინამ ზაპოროჟიეში მასშტაბური კონტრშეტევა უკვე დაიწყო და მნიშვნელოვანი პოზიციებიც მოიპოვა.