ევროკომისიის დასკვნამდე 2 თვით ადრე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირკლი კობახიძე აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო. ხელისუფლების წევრების განმარტებით, საქართველომ სამი რეკომენდაცია შეასრულა საბოლოო შეფასება კი ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს ეკუთვნის. თავისმხრივ ოპოზიციის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძის განცხადებას პოლიტიკურ მანიპულაციას უწოდებენ და მთლიან პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. რა შეფასებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან ირაკლი კობახიძის განცხადებასა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ.