ბიზნეს პლატფორმის პრეზენტაცია და ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი - საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შექმნილი გლობალური ბიზნეს პლატფორმა “ნაზოვნის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უწყებების წარმომადგენლების განცხადებით, გლობალური პლატფორმის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარება და უკრაინელ მწარმოებლებთან კოორდინაციაა.