საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ოლექსანდრ შულგას განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. რაც შეეხება საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხს, როგორც შულგამ აღნიშნა, ეს უკრაინის პრეზიდენტის პრეროგატივაა.