საჭიროა თუ არა სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად უფრო მეტი კონკრეტიკა - ევროკომისიის დასკვნამდე 2 თვით ადრე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ პუნქტებთან დაკავშირებით გარკვეული სახის ბუნდოვანება არსებობს და უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო. ევროკომიის მოწოდებების მიუხედავად, ქართულ ოცნებაში აცხადებენ რომ ივნისის ბოლომდე რომელი რეკომენდაციების შესრულებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შესრულებულია. პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლები მთლიან პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და აცხადებენ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარეს უბრალოდ არ სურს ევროკომისიის მოწოდებების მოსმენა. რა შეფასებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან ირაკლი კობახიძის განცხადებასა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ.