რა პირობით გადასცა სახელმწიფომ რაჭის ტყე ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს. რეფორმების ჯგუფის წევრებმა, რომელთაც რაჭის ტყეები ადგილზე რამდენიმე დღის წინ მოინახულეს, ამბობენ, რომ სახელმწიფომ ხიდაშელს სასათბურე პირობები შეუქმნა. როგორც ოპოზიონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, აღნიშნული ქმედება მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. დეპუტატების განცხადებით, ამ დრომდე ბუნდოვანია ხიდაშელსა და სახელწმიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები, მათ შორის ისიც, თუ სად გადის გადაცემული ტყის ზუსტი საზღვარი.