ევროკომისიის დასკვნამდე 2 თვით ადრე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად უფრო მეტი კონკრეტიკა არის საჭირო. ევროკომიის მოწოდებების მიუხედავად, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ რომ ივნისის ბოლომდე რომელი რეკომენდაციების შესრულებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შესრულებულია. პარალელურად ოპოზიცის წარმომადგენლები მთლიან პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და აცხადებენ, რომ ქართული ოცნება მიზანმიმართულად ანგრევს ქვეყნის ევროპულ მომავალს. რა შეფასებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ