74 წლის ასაკში ჩარლი ჩაპლინის შვილი, მსახიობი ჯოზეფინ ჩაპლინი გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ჯოზეფინ ჩაპლინი კინოს ლეგენდისა და მსახიობ უნა ო'ნილის ოჯახში 1949 წელს დაიბადა. პირველი როლი ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში, მამის ფილმში რამპის ჩირაღდნები შეასრულა. ცხოვრების განმავლობაში ნათამაშები აქვს 20-დე ფილმსა და სერიალში. საყოველთაო ცნობადობა პიერ პაოლო პაზოლინის კენტერბერიულ მოთხრობებში შესრულებულმა როლმა მოუტანა.