ბარბის პრემიერა 21 ივლისს შედგა და მაყურებლების მოლოდინიც გაამართლა. ბარბის გამოსვლიდან ორ დღეში ფილმის შემოსავალმა $155 მილიონი შეადგინა. გრეტა გერვიგის ბარბის ქალი რეჟისორების ფილმებიდან კომერციულად ყველაზე წარმატებული პრემიერა ჰქონდა.
ქალი რეჟისორების საუკეთესო შემოსავლების მქონე ფილმებიდან პირველ ადგილს Captain Marvel იკავებდა, რომელმაც 2019 წელს გამოსვლიდან მალევე $153 მილიონი დააგროვა, ახლა კი ამ ტიტულს ბარბი იკავებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბარბისა და კრისტოფერ ნოლანის Oppenheimer-ის პრემიერა ერთ დღეს შედგა. ამ ეტაპზე კი Oppenheimer-ის შემოსავლები $80.5 მილიონია.
ბარბის ბიუჯეტი 145 მილიონი დოლარი იყო, რაშიც მარკეტინგული კამპანიებისთვის გამოყოფილი თანხა არ შედის. შეგახსენებთ, რომ ბარბის გადაღებებმა მსოფლიოში ვარდისფერი საღებავის დეფიციტიც კი გამოიწვია.
ბარბის როლს მარგო რობი ასრულებს. მსახიობის აზრით, კომედიის საშუალებით ბარბის სამყაროს ეკრანზე გადატანა გაბედული წამოწყებაა და უხარია, რომ ეს როლი მან შეასრულა. "არასდროს დამავიწყდება, როცა გრეტა გერვიგთან ერთად სცენარის კითხვა დავიწყე და პირველივე გვერდზე ხუმრობა შემხვდა, გავიფიქრე, რომ ამის გადაღების საშუალებას არასდროს მოგვცემდნენ, თუმცა მოგვცეს", — ამბობს მარგო რობი