ამერიკული საჰაერო ძალების მეთაურის, ალექს გრინკევიჩის განცხადებით, სირიაში რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ამერიკული დრონი დააზიანა. მისი თქმით, ინციდენტი 23 ივლისს მოხდა, როდესაც ამერიკული MQ-9 დრონი “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების განადგურების ოპერაციას აწარმოებდა. გრინკევიჩმა ხაზი გაუსვა, რომ რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა პროვოკაციებს მიმართეს. მისივე განმარტებით, რუსული თვითმფრინავები დრონს მიუახლოვდნენ და მისგან რამდენიმე მეტრში სასიგნალო რაკეტებიც გაუშვეს, რომელთაგან ერთ-ერთი დრონს მოხვდა და ხრახნი დაუზიანა. გრინკევიჩი აღნიშნავს, რომ დრონმა ფრენის გაგრძელება შეძლო და ბაზაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.