საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გამო, მარცვლეულის გლობალური ფასები შესაძლოა 10-დან 15%-მდე გაიზარდოს. ამასთან, სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური მთლიანი ინფლაცია 2023 წელს 6.8%-მდე დაეცემა, 2024 წელს კი 5.2%-მდე შემცირდება. სავალუტო ფონდის პროგნოზით, საბაზო ინფლაცია 2023 წელს 6%-მდე, 2024 წელს კი 4.7%-მდე შემცირდება.