ბრიუსელის სასამართლომ 2016 წლის ბრიუსელის ტერაქტში მონაწილეობისათვის ექვსი მამაკაცი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ აღნიშნული გადაწვეტილება ნაფიც მსაჯულთა 19-დღიანი მსჯელობის შემდეგ გამოაცხადა. ბრალდებულებს შორისაა 33 წლის სალაჰ აბდესლამი, რომელიც 2015 წლის ნოემბერში პარიზში მომხდარ თავდასხმებშიც დამნაშავედ ცნეს. ბრალდებულების სასჯელს მოგვიანებით, სავარაუდოდ, სექტემბერში გამოაცხადებენ.