ოპოზიციონერი დეპუტატები 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ხელისუფლებას კვლავ უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი შეფასებით, ხელისუფლებას იმის პოლიტიკური ნება არ გააჩნია, რომ რეკომენდსციები შეასრულოს და საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მათი განცხადებით, რეკომენდაციების შესრულება „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო სისტემებში ძალაუფლებას დააკარგინებს.