აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.განცხადებას გამოხმაურება უკვე მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათთვის ჯანმრთელობაზე მინიშნებები მიუღებელია იმ ფონზე, როდესაც მესამე პრეზიდენტი მთელი ამ დროის განმავლობაში არა ციხეში არამედ კლინიკაში იმყოფებოდა და თვითდაზიანებას მიმართავდა. ხელისუფლების ოპონენტები კი მესამე პრეზიდენტის რთულ ჯანმრთელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტს ადეკვატური მკურნალობა სხვა დაწესებულებაში უნდა გაეწიოს.