უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსების მოქალაქეების მიერ საქართველოში 7 788 კომპანია დაფუძნდა, ხოლო 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით ეს რაოდენობა გასამმაგდა. შესაბამისად, ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.