რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები რუსეთ-აფრიკის სამიტის ჩაშლას ცდილობდნენ.
მისივე თქმით, აფრიკის სახელმწიფოები აშშ-სა და სხვა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უპრეცედენტო წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ.
"აშშ, საფრანგეთის საელჩოები და დასავლეთის სხვა ქვეყნების წარმომადგენლობები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ აფრიკის ლიდერებს სამიტის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ", - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ სამიტი 27-28 ივლისს, სანქტ-პეტერბურგში ჩატარდება.