ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის მუდმივ მოადგილეს, სერ ფილიპ ბარტონს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. საუბარი ასევე უკრაინაში მიმდინარე ომსაც შეეხო.