პარტია „ქართული ოცნება“ 12 რეკომენდაციიდან რამდენიმე პუნქტზე ევროკომისიისგან მეტ კონკრეტიკას მოითხოვს. მათი თქმით, დეოლიგარქიზაციისა და სასამართლო რეფორმის კუთხით დეტალების დაზუსტების შემდეგ საკითხზე დისკუსია კვლავ გაგრძლედება. ოპოზიციისა და არასამთავრებო ორგანიზაციების განცხადებით, ამ პუნქტებთან დაკავშირებით ბუნდოვანი არაფერია და სინამდვილეში ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას ცდილობს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმაც ისაუბრა. რა განაცხადა ელჩმა