„ლიბერთი“ აგრძელებს ფილიალების ქსელის განვითარებას და მომხმარებელზე მორგებული სერვისებისა და მომსახურების დანერგვას რეგიონებში. ამჯერად ლიბერთის განახლებული რეგიონალური ფილიალი ზუგდიდში გაიხსნა. ახალი ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად ფარავს მცირე და საშუალო ბიზნესისა და ფიზიკური პირების სერვისებს. ფილიალი ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას 34-ში მდებარეობს და მასში 80 თანამშრომელია დასაქმებული. ლიბერთის მიზანია, რეგიონში ფინანსურ რესურსებსა და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს და როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესს, კომფორტული საბანკო მომსახურება შესთავაზოს. ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფილიალების გახსნით, ლიბერთი მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვისა და გავითარების პროცესს აგრძელებს.
(სინქრონები)
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც მიილიონ 700 ათასზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება