,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში, ,,ბიზნეს დიალოგის” სპიკერებმა, სამეგრელოში ძალიან საინტერესო შეხვედრა გამართეს. ლიბერთი ბანკის, სოფლის განვითარების სააგენტოს და სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა, აგრო და მცირე ბიზნესის სფეროში დასაქმებულებს, სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის დღეს არსებული ყველა ის შესაძლებლობა გააცნეს, რომელიც ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი საქმიანობა. ბიზნეს დიალოგის არსებულ ფორმატს სიახლე დაემატა. ლიბერთის ხელშეწყობით, აგრო სექტორში დასაქმებულმა მცირე მეწარმეებმა, სპეციალურ საგამოფენო სივრცეში, საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს და ბიზნეს პარტნიორებს რეგიონში არსებული პოტენციალი გააცნეს. ლიბერთი ,,ბიზნეს დიალოგის” შეხვედრებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გააგრძელებს.