საქართველოში ონლაინ ტრანზაქციების ნახევარზე მეტი აზარტულ თამაშებზე მოდის. კვლევას ამის შესახებ ISET-ი და PMC-ი აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში აზარტული თამაშების ტრანზაქციების წილი მთლიან ელექტრონულ კომერციაში საკმაოდ მაღალია. კვლევაში გაანალიზებულია 2021-2022 წლების მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ ქვეყანაში ონლაინ ტრანზაქციების 58.1% აზარტულ თამაშებზე მოდის და შესაბამისად, ჯამურ ინტერნეტ გადახდებში საკმაოდ მოცულობით წილს იკავებს - 3.7 მლრდ ლარს. აღსანიშნავია, რომ ესეც შემცირებული მაჩვენებელია, რადგან 2021 წლის დეკემბერში, ახალი შეზღუდვების დამტკიცების შემდეგ, აზარტული თამაშების ტრანზაქციებს უარყოფითი მაჩვენებელი ჰქონდა. მანამდე კი აზარტული თამაშების წილი მთლიან ელექტრონულ ტრანზაქციებში 70%-ზე მეტსაც კი აღწევდა. ბოლო წლებში აზარტული თამაშების წილის შემცირების მიუხედავად, აშკარად იკვეთება ელექტრონული კომერციის ტრანზაქციებში ინდუსტრიის ზრდის ტემპი.