მმართველი პარტიის და ოპოზიციის წევრებმა, საკანონმდებლო ორგანოში, ერთობლივი შეხვედრა გამართეს დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელთან, სერ ფილიპ რობერტ ბარტონთან და NDI-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან.შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს რომ ბრიტანეთის დახმარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიის განვითარების კუთხით. ხელისუფლების და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელბმა ასევე აღნისნეს რომ შეხვედრაზე ძირითადად საუბარი იყო კონკრეტული კანონპროექტებისა და ზედამხედველობის ნაწილზე.