საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კონფერენცია სახელწოდებით „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ დაიწყო. მთავარი განსახილველი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია და ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესია. შეხვედრას მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.