უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღევანდელი დღის მდგომარეობით, რუსულმა ჯარმა უკრაინაში უკვე 243 ათას 220 სამხედრო დაკარგა, მათ შორის 600 ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.
აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი Facebook-ზე ავრცელებს.
„ომის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ჯარის 4174 ტანკი, 8131 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 4705 საარტილერიო სისტემა, 698 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 454 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 315 თვითმფრინავი, 310 ვერტმფრენი, 3977 უპილოტო საფრენი აპარატი, 1307 ფრთოსანი რაკეტა, 18 ხომალდი/კატარღა, საავტომობილო ტექნიკა 7194 ერთეული და ავტოცისტერნა, სპეციალური ტექნიკის 703 ერთეული გაანადგურეს“, - ნათქვამია განცხადებაში.