ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადებით, უკრაინას ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების პარტია გაუგზავნეს, რომელიც Leopard 2A4 ტანკებსაც მოიცავს. უწყების ცნობით, სანტანდერის პორტიდან უკრაინის მიმართულებით გემი გაემგზავრა და ტვირთი, რომელიც მასზეა განთავსებული, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აგვისტოს დასაწყისში, სავარაუდოდ, სრულად გადაეცემა.