კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიის გამო, ადგილიდან ათასობით ადამიანი გაიყვანეს. 4 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საავტომობილო გზა, 25 ხიდი და საცხოვრებელი სახლები. აღნიშნულ რეგიონში ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა არ მომხდარა.