აშშ ისრაელის პარლამენტში კენჭისყრას სამწუხაროს უწოდებს და მთავრობას ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მისი განცხადებით, ისრაელის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგი უნდა განაგრძონ, რათა ორად გაყოფილ საზოგადოებაში საერთო აზრის მიღწევა მოხერხდეს. ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას განსაზღვრავს, ხოლო თავად სასამართლო, მთავრობის გადაწყვეტილებების გაუქმების ბერკეტს დაკარგავს.