ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი მცირდება. კერძოდ, 2023 წლის 6 თვეში EU-ში საქართველოდან $398 მილიონის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, შემცირება ძირითადად სპილენძის მადნებისა და თხილის ექსპორტის კლებით არის განპირობებული. შედეგად, ევროკავშირის წილი საქართველოს $3-მილიარდიან ექსპორტში მხოლოდ 13% იყო. შედარებისთვის, მთელ EU-ში წელს ექსპორტის მოცულობა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მხოლოდ სომხეთში. 2023 წლის პირველ ნახევარში EU-ს წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს საექსპორტო ათეულში მხოლოდ ორი ქვეყანა შედის, ბულგარეთი და ესპანეთი. ამასთან, აღსანიშნია, რომ ,,საქსტატის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი არის სომხეთი, სადაც წლის პირველ ნახევარში 440 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა. მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი რუსეთია.