რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის სამხედრო რეზერვში ყოფნის ასაკობრივ ზღვარს, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის 5 წლით ზრდის. სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ ფედერალურ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ჯარისკაცებისთვის, მეზღვაურებისთვის და სერჟანტებისთვის ასაკობრივი ზღვარი ადრე არსებული 35-დან 40 წლამდე, ზემდეგებისთვის და უმცროსი ოფიცრებისთვის 45-დან 50 წლამდე, ხოლო მიჩმანებისთვის 50-დან 55 წლამდე იზრდება. გარდა ამისა, კანონი სამობილიზაციო რეზერვში მყოფთა ასაკობრივ ზღვარსაც ახანგრძლივებს. ახალი წესები 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.