აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს 5-დღიან ვადას აძლევენ იმისათვის, რომ კონკრეტული თარიღი დაასახელონ, თუ როდის შეძლებენ ბავშვები საჭირო მედიკამენტის მიღებას. როგორც დედები განმარტავენ, იმ შემთხვევაში თუ 28 ივლისამდე სახელმწიფოსგან პასუხს ვერ მიიღებენ, ისინი 24-საათიან პროტესტს დაიწყებენ. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვებმა მედიკამენტი 30 სექტემბრამდე მიიღონ, რადგან მათი შვილების პრობლემის მოგვარებისთვის დროს დიდი მნოშვნელობა აქვს.