აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გასაჯაროვებული აკერმანისა და „ჯიპი ინთერნეიშალის“ დეკლარაციის შინაარსი კვლავ აქტუალურია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა აღნიშნული კომპანიები სხვადასხვა ქმედებების განსახორციელებლად დაიქირავეს. როგორც ისინი თავად აცხადებენ, ამის მიზანი ერთი იყო - დასავლელ პარტნიორებს ინფორმაცია ჰქონოდათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციას განხვავებული შეხედულება აქვს. მმართველი პარტიის განმარტებით, დაქირავებული ლობისტური კამპანიების მთავარი მიზანია ქვეყნის რეპუტაციის დაზიანება.