ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქალაქ ზაგრებში შეხვდა. გაფართოებული ფორმატის ფარგლებში მათ საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, ევროიტეგრაციაზე, რეგიონში არსებულ სიტუაცუაზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ხორვატიის ისტორიულ, კულტურულ და ტერიტორიულ მსგავსებას. ორი ქვეყნის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის აღსანიშნად ხორვატიაში საქართველოს საელჩი გაიხსნა.