პოლონეთში სამართლდამცავებმა ორი პირის დაჭრის ბრალდებით საქართველოს 25 წლის მოქალაქე დააკავეს.
პოლონური მედიის ცნობით, დაკავებულმა პოლონეთის ორი მოქალაქე ცივი იარაღით 16 ივლისს დაჭრა და ადგილიდან მიიმალა, მაგრამ მოგვიანებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ჟირარდოვის რაიონულმა სასამართლომ, პროკურორის მოთხოვნით, დაკავებულს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.