ინდოეთი ბრინჯის ექსპორტს ზღუდავს. აკრძალვა ქვეყნიდან საექსპორტო ბრინჯის ნახევარს შეეხება და აჩენს კითხვებს მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რამეთუ ქვეყანა ამ პროდუქტის 40%-ს აწვდის მსოფლიოს.
საიდან შემოდის პროდუქტი საქართველოში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს უნდა გადავავლოთ თვალი. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ 6 თვეში ქვეყანაში 3.96 მლნ აშშ დოლარის ბრინჯი შემოვიდა.უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზე სწორედ ინდოეთია 2.3 მლნ აშშ დოლარით, რაც გულისხმობს იმას, რომ აკრძალვის შემდეგ, საქართველოს, შესაძლოა, ალტერნატივების მოძებნა მოუწიოს.