ანომალური სიცხეები მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება. მეცნიერები უახლოეს მომავალში მსოფლიოში სურსათზე ფასების გლობალურ ზრდას ვარაუდობენ. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. პროგნოზების მიხედვით, 2040 წლისთვის სიცხის ტალღები 12-ჯერ უფრო ხშირად გავრცელდება. მარშამის შეფასებით, მართალია მხოლოდ ეს მოვლენა ეკოსისტემას ვერ გაანადგურებს, მაგრამ რეგულარული და ხანგრძლივი სიცხის ტალღების შედეგად ბუნებას აღდგენისთვის დრო არ ექნება. მეცნიერის მონაცემებით, ფერმერები მთელს მსოფლიოში უკვე ამჩნევენ ამინდის გავლენას სოფლის მეურნეობაზე. კომპანიის პროგნოზით, ტემპერატურის ზრდამ შესაძლოა, 2050 წლისთვის ყავის პლანტაციების 50%-ით შემცირება გამოიწვიოს.