კვირას საბერძნეთში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტემპერატურამ პელოპონესის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქ გიტეიოში 46.4 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა.
2006 წლის შემდეგ ეს საბერძნეთში დაფიქსირებული ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურაა.
მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში იბრძოდნენ ტყის ხანძრის 82 კერის ჩასაქრობად. ყველაზე რთული მდგომარეობაა კუნძულ როდოსზე, სადაც ხანძარს ექვსი დღეა ებრძვიან.
როდოსზე 19 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.