ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის წინასწარი მონაცემებით, ომის დაწყებიდან, უკრაინამ ოკუპანტების მიერ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მიტაცებული ტერიტორიის დაახლოებით 53%- გაათავისუფლა. ამავე ცნობით, უკრაინის თავდაცვამ ბოლო 24 საათში კონტრშეტევა სულ მცირე სამი მიმართულებით წამოიწყო და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. ზოგიერთი რუსული და უკრაინული წყაროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზეც წინ მიიწევს.