უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმში, ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. მედიის ცნობით, ოკუპანტების მიერ დანიშნული ყირიმის ხელმძღვანელი, სერგეი აქსენოვი აცხადებს, რომ დრონი ჯანკოის რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალის საცავს მოხვდა. აქსენოვის თქმით, საწყობის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მანვე აღნიშნა, რომ ყირიმის თავზე 11 დრონი ჩამოაგდეს. მომხდარის გამო ოკუპანტებმა ჯანკოის რაიონში რკინიგზის მოძრაობა შეაჩერეს.