ჩინეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში ნაწილში, ხეილუნძიანის პროვინციის ქალაქ ციციკარში ძლიერი წვიმის შედეგად სკოლის სპორტდარბაზის სახურავი ჩამოინგრა, დაიღუპა სულ მცირე 11 ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, შემთხვევის დროს სპორტდარბაზში 19 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 4-მა თავის დაღწევა მოახერხა, 4 ადამიანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს.
თვითმხილველებმა მედიას განუცხადეს, რომ დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცავებმა სპორტდარბაზის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირები დააკავეს.